პანკისში, იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

45 წლის სიმონ მარგოშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, გაურგაშვილმა მისივე მეზობელი, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი 17 იანვარს სოფელ დუისში ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის მიზეზად  ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება დასახელდა.

გუშინ, ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლებმა ბრალდებულის ოჯახს შუამავალი გაუგზავნეს და სავარაუდო დამნაშავის მოყვანა დაავალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქისტური ადათი სისხლის აღებას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადება

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი