"ფორმულას" ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირების - გიორგი ანწუხელიძისა და შმაგი სოფრომაძის მეუღლეებს, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
გადაცემის წამყვანის თქმით, დღევანდელ ეთერში, სადაც სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე უნდა ესაუბრათ, მაკა ჩიკვილაძე და თეა ტაბატაძე სურვილის მიუხედავად ვერ მივიდნენ, რადგან ორივე მათგანი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.