საქართველო რუსეთის წინააღმდეგ 12 წლიან დავაში სტრაბსურგის სასამართლომ საქართველო გამარჯვებულად გამოაცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ზედა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი აგრესორია, კლავს, აწამებს და ის არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ.
ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 17 კაციანმა შემადგენლობამ დააგინა, რომ 12 წლის წინ საქართველოში ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა. საქართველოს მაშინდელი მთავრობის სახელით ამ საქმეს სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი უძღვებოდა, სამინიტროს ხელმძღვანელი კი ნიკა გვარამია იყო.
თეა წულუკიანს დღეს სტრაბურგის ვერდიქტი სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა, საქართველოს მეხუთე მთავარსარდალმა, რომელმაც წლების წინ ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა და საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებმა ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომის გამოძიებაზე და ქართველ სამხედროების წინააღმდეგ პროცესებზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ქართველი სამხედროები სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ახლაც ელოდებიან. გენერლებს და ჯარისკაცებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სისხლის ფასად იცავდნენ, იმედი აქვთ, რომ ეს ვერდიქტი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოზე დიდ გავლენას იქონიებს და სასამართლო ნამდვილი დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
ქართული მხარე სტრასბურგის სასმართლოში კონვენციის 8 მუხლის დარღვევას აპროტესტებდა:
ქართველთა სახლების მიზანმიმართულ დანგრევაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი სამიზნედ ეთნიკური კუთვნილების გამო გახდნენ. ეს დასკვნა სასამართლოს 2006 წელს ქართველების კოლექტიური გასახლების საქმეზეც არ დაუდგენია.
რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხელს უშლის ამ რეგიონებში ქართველების დაბრუნებას. როგორც მინიმუმ, ამას ადგილი ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის დროს, 2018 წლის მაისში. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.