გაგებით მოეკიდა ორივე გვარი - დუისში ქავთარაშვილის მკვლელობისთვის გაურგაშვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში პოლიციამ იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკველობაში ბრალდებული ხიზირ გაურგაშვილი დააკავა. დუისის რწმუნებულის თქმით, 45 წლის კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია და სამართალდამცავებს მშვიდობიანად ჩაბარდა. 

"როგორც მე მითხრა ნათესავმა დაკავებული იქნა ძიბახევი ხადურის დამაკავშირებელ გზაზე, ტყის პირას. მთავარია, რომ დაკავება მოხდა მშვიდობიანად... გაგებით მოეკიდა ორივე გვარი ", - ამბობს თამარ მარგოშვილი, დუისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, გაურგაშვილმა მისივე მეზობელი, 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილი 17 იანვარს სოფელ დუისში ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობის მიზეზად  ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება დასახელდა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს შსს-ც.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლებმა ბრალდებულის ოჯახს შუამავალი გაუგზავნეს და სავარაუდო დამნაშავის მოყვანა დაავალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქისტური ადათი სისხლის აღებას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი