დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 გახდა. დღეს ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3 ათასს გადააჭარბა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 636 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 98 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 70 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,1 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი