პარლამენტში დაახლოებით ერთი საათია "მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილი და ლევან ისოელიანი, "ქართული ოცნებიდან" არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. ელისაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მოლაპარაკებების დროს დასმულ 4 საკითხს განიხილავენ.
"რიგგარეშეს საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა, რომ ერთგავრ პლებისციტად იქცეს თვითმართველობის არჩევნები. არ ვაპირებ დანარჩენ ოპოზიციასთან ოპოზიციის გაგრძელებას, კინკლაობას, ვინმეს თუ აქვს სურვილი იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ", - თქვა ელეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება ლევან იოსელიანს, შეხვედრის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შროის მოლაპარაკებები გაჭედილია და პროცესი წინ არ მიდის.
"ვხედავთ, რომ პოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას.... პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ", - თქვა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, ვინ არის ოპოზიცია ამას ხალხი წყვეტს და არა ცალკეული პარტიები.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, ისინი დღეს ამბობენ, რომ თავის პოლიტიკურ გზას ყველა თვითონ ირჩევს და "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა მხოლოდ შუამავალი ელჩების მონაწილეობით უნდა მოხდეს. მათი თქმით, მთავარ საკითხად ისევ რიგგარეშე არჩევნები რჩება.