29 წლის მოკლული ქალი და მძიმედ დაჭრილი მამაკაცი თელავში – დამნაშავე დაკავებულია

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში გუშინ კომენდანტის საათის დროს, ერთ–ერთი ადგილობრივის ფერმაში, მკვლელობა მოხდა.

მოკლული 29 წლის ქალი და დაჭრილია 36 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქირურგიული ოპერაციის შემდეგაც, მძიმეა.

მთავარი არხის ინფორმაციიით შელაპარაკება მწყემსებს შორის დაიწყო და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა – ფერმის შიდა ტერეტორია სრულად სისხლით არის დაფარული.

სავარაუდოდ დაპირისპირების მიზეზი ეჭვიანობა და შურისძიება გახდა, რის შემდეგაც ერთ–ერთმა მწყემსმა მეორე მწყემსს და მის თანმხლებ ქალს, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ნაწილში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ქალი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა, კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი ქალის სხეული ამ დრომდე პროზექტურაში რჩება, მას თელავში რამდენიმე საათში გადმოასვენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, დამნაშავე დაკავებულია და ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 16– დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი