მალხაზ ვანიშვილი, რომელიც რუს ოკუპანტებს გამოექცათ, საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს დახმარებას.
ვანიშვილის გამოკითხვა ხურვალეთის პოლიციაში უკვე დასრულდა. დაკითხვიდან გამოსულმა ოკუპანტების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. ვანიშვილი ბოდიშს იხდის, რადგან იძულებული გახდა რუსი ოკუპანტების მოთხოვნა შეესრულებინა და ოსურ ენაზე საქართველო და საქართველოს მოქალაქეები შეეგინებინა. წინააღდმდეგ შემთხვევაში, ე.წ. სამხედროები ვანიშვილის მოკვლით ემუქრებოდნენ.
ახლა სავარაუდოდ ოკუპანტები ამ გინების ამსახველ ვიდეომასალასც გაავრცელებენ. პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მალხაზ ვანიშვილს ეძებენ და ისინი მისი ბებია-პაპის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდნენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, ვანიშვილი რუს სამხედროებს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოექცათ.