საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნდა:

საქართველოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი ეწვია.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო, რომელიც კოლეგას გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე წინანდალში უმასპინძლებს.

საგარეოს ინფორმაციით, არაფორმალური შეხვედრის დროს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი