გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიციამ საქართველოს დატოვების უფლება არ მისცა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს და საზღვარზე არ გაუშვეს. ამის შესახებ მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ რაც მოხდა სრული უკანონობაა.

"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია", - წერს გიგი უგულავა.

უგულავა სახალხო დამცველს ოფიციალურად მიმართავს და სთხოვს შეისწვლოს აღნიშნული საკითხი. მისი განცხადებით, ოპოზიციისა და "რეჟიმის" არასასურველი პირების მიმართ მსგავსი ქმედება უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი