რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება

გამოქვეყნდა:

დღეს რუსეთის 65-ზე მეტ ქალაქში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება.

მოწოდებები სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა და მოსალოდნელია, რომ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვა. რუსეთის მთავრობამ კი უკვე მიმართა საპასუხო ქმედებებს - კერძოდ, საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არასრულწლოვნებს აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ; მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მასობრივი აქციები კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს შეიცავს.

ცნობისთვის, ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი