არასამთავრობო სექტორს უამრავი კითხვა აქვს 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან უცნობია, კონკრეტულად რომელი ავიაკომპანიები დაიშვებიან ბაზარზე და რა კოვიდრეგულაციებს დაუწესებს სახელმწიფო უხოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს.
"პანდემიის დროს მთავრობამ ყოველდღიური არასტაბილური პოლიტიკა გაატარა. ჩვენ გვახსოვს არაერთი დაანონსებული თარიღი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ახლა არ ვიცით, რა დღის წესრიგი, პოლიტიკა გვაქვს, რა რეგლამენტი გვაქვს კოვიდუსაფრთხოების ნაწილში. არანაირი პოლიტიკა არ გაგვაჩნია, ეს არის უბრალოდ პოპულისტური მესიჯები", - ამბობს პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე.
ტურისტული კომპანიების მფლობელები კი ამბობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მაინც არ ჩამოვლენ, შეზღუდვების სიმკაცრიდან გამომდინარე.
"ტურისტი აქ ჯერჯერობით ვერ შემოვა, რადგან მას არაფერი ესაქმება დახურულ სივრცეში - რესტორანი არ მუშაობს, ბარი არ მუშაობს. რა უნდა აკეთონ, 9-ზე უნდა დასხდნენ სასტუმროში. რატომ ჩამოვლენ? მეეჭვება, რომელიმე საღი ადამიანი ჩამოვიდეს დაკეტილ ქვეყანაში", - ამბობს ტურისტული კომპანიების დამფუძნებელი, ია გედევანიშვილი.
აქვე იხილეთ: