ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს დღეს აქცია-მსვლელობით გააპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს, 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გასაპროტესტებლად აქციას გამართავენ.

ავტომობილების კოლონა პრეიზდენტის სასახლისკენ რესპუბლიკის მოედნიდან დაიძვრება და ათონელის რეზიდენტიამდე მივა.

"ეს აქცია-პერფორმანსი შეეხება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებს, რომელსაც ის სამარცხვინოდ, წლების განმავლობაში აკეთებდა და დღეს გამოდიან და საკუთარ გამარჯვებად აღიარებენ, თითქოს ის განაჩენი, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა "ქართული ოცნების" დამსახურებაა", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოვლემა. 

მისი თქმით, ეს გამარჯვება ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა იმ ხელისუფლების, რომელიც ამბობდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი