რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერად -50 გრადუს ყინვაში გამოსული მოქალაქეები დააკავეს

გამოქვეყნდა:
განახლდა:

რუსეთის ქალაქებში პუტინის მთავარი კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - მოქალაქეები მის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ. 

The Moscow Times-ის ინფორმაციით, ციმბირის მხარეს აქციებს მინიმუმ 15 000 ადამიანი ესწრება, მათ შორის ხალხი გამოვიდა ქალაქ იაკუტსკში, სადაც ყინვა -50 გრადუსს აღწევს. 

მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ ასობით დემონსტრანტი უკვე დააკავა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, 300-ს აღემატება.

ტვიტერზე ვრცელდება ვიზუალური მასალაც, სადაც კარგად ჩანს მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ყინვის მიუხედავად; ასევე, აგრესიული მოპყრობა პოლიციის მხრიდან.

ვრცელდება ეკატერინგურგში გადაღებული ვიდეოებიც:

ცნობისთვის, ზაფხულში "ნოვიჩოკით" მოწამლული პუტინის მთავარი კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ერთი კვირის წინ, გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და რამდენიმე ბრალდება წაუყენეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი