"პროამერიკული ძალებისგან უნდა გათავისუფლდნენ" | რუსი პროპაგანდისტი "ოცნებას" სამხედრო დახმარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და პოლიტოლოგ-პროპაგანდისტი სერგეი კარნა-უხოვი, "სალავიოვ-ლაივის" ეთერში ამბობს, რომ აქციები თბილისში შეერთებული შტატებიდან არის მხარდაჭერილი, საბოლოო მიზანი კი მაიდანის მოწყობაა.

ის ამტკიცებს, რომ რომ ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა რუსეთისგან სამხედრო დახმარებაც დასჭირდეს, რაც რუსი ძალოვნებისთვის ძალიან მარტივი ამოცანა იქნება. კარნა-უხოვი ასევე ამბობს, რომ საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან ჩამოშორება.

"მათი საბოლოო მიზანია სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან, მოაწყონ ქართული მაიდანი, ფეხზე დააყენონ დესტრუქციული ძალები, რომ დაიწყონ სამხედრო აგრესია აფხაზეთისა და ოსეთის წინააღმდეგ. მათ ეს სჭირდებათ, რადგან ამის გარეშე ძალიან რთული უკრაინიდან ჩვენი ძალების გამოყვანა. ჩვენ ძალიან მტკიცე ქმედებები უნდა გვქონდეს, რომ დავარწმუნოთ საქართველო, რომ შესაძლოა მოგვმართონ სამხედრო დახმარებისთვის, რათა დავეხმაროთ მათ, კისერი მოუგრიხონ იმ ტერორისტ ნაგვებს, რომლებმაც ახლა თავი წამოყვეს. რასაკვირველია, უნდა მოაშორონ ზურაბიშვილიც, რა საჭიროა ის. საერთოდაც, პროამერიკული ძალებისგან უნდა გათავისუფლდნენ. საქართველო ბოლომდე უნდა გაიწმინდოს," - ამბობს სერგეი კარნა-უხოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი