სპეცრაზმელთა მხრიდან მოხდა ძალადობა, 2 დღე ეძებდნენ ოჯახის წევრები, ჩამტვრეული აქვს ნეკნები | ადვოკატი ნადირაძეზე

გამოქვეყნდა:

30 აპრილის ღამეს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას გაუჩინარებული მოქალაქე, რომელსაც თითქმის 24 საათი ეძებდნენ, ამ დროისთვის სახლში იმყოფება. გელა ნადირაძე სპეცდანიშნულების რაზმის სასტიკი ანგარიშსწორებისას მიყენებული დაზიანებების შედეგად წოლით რეჟიმზეა. ჩამსხვრეული აქვს ნეკნები და ერთი თვით წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. ერთი დღის ძებნის შემდეგ ის ერთ-ერთ კლინიკაში იპოვეს.

ნადირაძის ოჯახი და ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"გელა ნადირაძე დააკავეს სამართალდამცავებმა იმ დროს, როდესაც ხდებოდა დემონსტრანტების დარბევა. მაგ დროს გელა ნადირაძე იმყოფებოდა პოლიციელთა ეფექტური კონტროლის ქვეშ, როდესაც მასზე სპეცრაზმელთა მხრიდან მოხდა ძალადობა. შემდგომში, 2 დღის გამავლობაში, ოჯახის წევრები ეძებდნენ მას, თუმცა ინფორმაცია არ იყო გასაჯაროებული თუ სად იმყოფებოდა. ახლა იმყოფება სახლში და აქვს დაზიანებები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია რაც არის, მას აქვს ჩამტვრეული ნეკნები და დანიშნული აქვს ერთთვიანი წოლითი რეჟიმი," - ამბობს ადვოკატი ჯუბა ქათამაძე.

შეგახსენებთ, რომ გელა ნადირაძე უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის შვილია. მისი თქმით, მის შვილს ფიზიკურად "ხარებას" დაჯგუფების წევრები გაუსწორდნენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი