კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

კოროანვირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს, მათივე განცხადებით, 22 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამლოცველო) მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი დაიღუპა.

"მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში", -წერია განცხადებაში.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 892 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი