მოვუწოდებთ, დატოვოს თანამდებობა - პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. ავტოკოლონები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ ათონელის რეზიდენციასთან უკვე მივიდნენ.

"ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და დამაზიანებელი ქვეყნისათვის. ჩვენ აქ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გამოვახტოთ ჩვენი პროტესტი იმ ქალბატონის მიმართ, რომელსაც უკავია საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, უფრო სწორად, ის დანიშულია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ვინაიდან ის არავის აურჩევია საქართველოს პრეზიდენტად, და დღეს, როცა სალომე ზურაბიშვილი თავს იწონებს სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რამდენიმე წლის წინ მან ქართველი ჯარისკაცები დაადანაშულა სამხედრო აგრესიაში", - თქვა ენმ-ს ლიდრემა, ზაალ უდუმაშვილმა. 

პარტიის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, მაშინ, როცა მან კარგად იცოდა, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მისი თქმით, ზურაბიშვილი არ იმსახურებს ერქვას საქართველოს პრეზიდენტი. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ მას მოვუწოდეთ, რომ დატოვოს ეს თანამდებობა, გადადგეს, რადგან ის არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი, ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი", - თქვა ბარამიძემ. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომელსაც რეზიდენციასთან კორდონი აქვს გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება.
მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი