87 წლის, ლეგენდარული ლარი კინგი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ლეგენდარული ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა. ის 87 წლის იყო, ხოლო მისი სატელევიზიო კარიერა 60 წელზე მეტს ითვლის. 

კინგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ თვითერის გვერდზეც გამოჩნდა. 

"უდიდესი მწუხარებით, Ora Media აცხადებს, რომ ჩვენი თანადამაარსებელი, წამყვანი და მეგობარი ლარი კინგი დღეს, 87 წლის ასაკში, Cedars-Sinai-ს საავამდყოფოში გარდაიცვალა. ლარის ინტერვიულები, ჯილდოები და მსოფლიო აღიარება, რომელიც მან 63 წლის განმავლობაში რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობით მოიპოვა მუდამ დარჩება მისი უნიკალური ნიჭის აღმნიშვნელად", - ნათქვამია განცხადებაში.

ლარი კინგი კოვიდინფიცირებული იყო და 3 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე, ცნობილ ტელეწამყვანს სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, მათ შორის, მე-2 ტიპის დიაბეტი.

ის ასევე ებრძოდა გულის შეტევებს, 2017 წელს კი ფილტვის სიმსივნე დაუდასტურდა; მოგვიანებით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი