CNN-ის ლეგენდარულ წამყვანს, 87 წლის ლარი კინგს, კორონავირუსი დაუდასტურდა - ამჟამად ის ჰოსპიტალიზებულია. ამბავს თავად CNN ავრცელებს.
ცნობილ ტელეწამყვანს სხვადასხვა დაავადება აწუხებს, მათ შორის, მე-2 ტიპის დიაბეტი. ის ასევე ებრძოდა გულის შეტევებს, 2017 წელს კი ფილტვის სიმსივნე დაუდასტურდა; მოგვიანებით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.