ოლიგარქი წავიდა და დატოვა არეული მონასტერი - განხეთქილება და დაპირისპირებები "ოცნებაში"

გამოქვეყნდა:

როსტომ მეფის სასახლე, შაბათი დღის 1 საათი.ქართულ ოცნებაში საგანგებო სხდომა ინიშნება.ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა პირველად იკრიბება.გასარჩევი და გასაყოფი არც ისე ცოტა აქვთ.ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქართულ ოცნებაში გავლენებისთვის ბრძოლა ნამდვილ პოლიტიკურ ფრონტის ხაზად გადაიქცა.

ლაშა ნაცვლიშვილი ერთერთი პირველი სამიზნეავინც ოლიგარქის დისტანცირებისა და პარტიაში ძალთა გადანაწილების შემდეგ პოლიტიკური მსხვერპლი აღმოჩნდება.ოცნების რუხი კარდინალი და უცვლელი მესიჯბოქსის ავტორი პარტიის ახალი თავმჯდომარისთვის მარტივად შესაცვლელი გახდა..

ოცნების მედია იდეოლოგს და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს ვასიკო მაღლაფერიძეს  სპეციალური დავალება აქვს - მაქსიმალურად შეასუსტოს ნაცვლიშვილის როლი და გავლენა ოცნების რიგებში.როსტომ მეფის სასახლიდან გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით,ლაშა ნაცვლიშვილის კანდიდატურა პოლიტსაბჭოს წევრობაზე პარტიაში ბოლო წუთს დაიბლოკა.არადა როგორ ცდილობდა ცნობილი დითირამბის უცვლელი ავტორი რამენაირად ახალი თავმჯდომარის კეთილგანწყობაც მოეპოვებინა.

პარტიული ბზარების შესახებ ინფორმაცია სააშკარაოზე არ გამოაქვთ,თუმცა მთავარი არხისთვის ცნობილია,რომ ქართულ ოცნებაში დიდი პოლიტიკური არმაგედონია.ივანიშვილის სამართალმემკვიდრის კობახიძის როლი პარტიაში ბევრს არ მოწონს და ისედაც კლანებად დაყოფილი გუნდი კიდევ უფრო იხლიჩებაჩამოქვეითებული წულუკიანი დაწინაურებულ კობახიძეს ებრძვის და პირიქით. გახარიას და მის ეკონომიკურ გუნდს წყალი აქვს შეყენებული და დიდი ალბათობით გაზაფხულზე მთავრობაში დიდ საკადრო გადალაგებებს ვიხილავთ.

ოლიგარქი წავიდა და დატოვა არეული მონასტერი,იქ სადაც არეულობა წლების განმავლობაში ისედაც არ აკლდათ.პოლიტიკური მსხვერპლი,შიდა დაპირისპირება და გავლენების ჭიდილი სახელისუფლებო პარტიაში როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.მანამ,სანამ როგორც ბიძინამ თქვა ქართული ოცნება სანატრელ ოპოზიციაში არ გადავა და კლანებად დაყოფილი მმართველი გუნდი მართვის სადავეებს დათმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი