
სამოქალაქო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარეს საკომიტეტო მოსმენების საჯაროობისკენ მოუწოდებს.
არასამთვრობო ორგანიზაციაში "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო" ფიქრობენ, რომ კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, გამონაკლისის გარდა, აუცილებლად გამჭირვალე უნდა იყოს.
"პარლამენტი ახალი საგანგაშო ტენდენციაა, როდესაც კომიტეტებში საჯაროდ განსახილველი საკითხები ინაცვლებს დახურული შეხვედრების ფორმატში. ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მმართველი გუნდი უბრალოდ თავს არიდებს პრობლემებსა და გამოწვევებზე ღიად საუბარს", - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე.
მისივე თქმით, პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა პარლამენტის ერთპარტიულობიდან გამომდინარე.