არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე მკაფიოდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, Facebook-ზე კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს მათთვის, ვისთვისაც მისი დამოკიდებულება ინციდენტისადმი მიუღებელი აღმოჩნდა და სამადაშვილი მკაცრად გააკრიტიკა. მათ შორის იყვნენ ენმ-ის მხარდამჭერებიც, რომელთა ნაწილმა მისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

ოპოზიციონერი წერს, რომ "არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება"

"გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი-არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს 'მაგრამ,' არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე. ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. 'არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს'-აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბობს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, ვერ გადამარწმუნებთ, ჩემი მსოფლმხედველობა დიდი ხანია მკაფიოდაა ჩამოყალიბებული", - წერს სამადაშვილი.

სამადაშვილის გუშინდელი სტატუსი კი ასეთი იყო: 

"ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება"

აქვე გეტყვით, საქმე ეხება გუშინდელ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციის სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც ბულვარში, აქციაზე გამოჩნდა, აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი