კისისხევში, 28 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
ჯარჯი არაბულს პროკურატურა ერთი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და მეორე პირის მკვლელობის მცდელობას ედავება.
სხდომაზე დაკავებულის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.
პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნანობს და მომხდარს აფექტური მდგომარეობით ხსნის.
საქმე ეხება 22 იანვარს მომხდარ მკვლელობას. რა დროსაც ჯარჯი არაბულმა გამოძიების ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით მოკლა, 37 წლის კაცს კი მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ავტორი: ია გულიაშვილი