ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაცია ჯერ არც ერთ ღარიბ ქვეყანაშ არ დაწყებულა და პროცესი მხოლოდ მდიდარმა ქვეყნებმა დაიწყეს, რაც ამირაგ გამყრელიძის თქმით ჯანმოს უკმაყოფილებასაც იწვევს.

რაც შეეხება საქართველოს. გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ვაქცინაცია მარტში დაიწყება: 

“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად. ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში. Ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ" - ამბობს გამყრელიძე "პალიტრანიუსთან".

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს დაამტკიცა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი