მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. სხდომის შემდეგ ძირითად ასფექტებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის მთავარი ამოცანაა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოსხალეობის 60% აიცრას. 

"ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე, ვაქცინაციის მოცვით ჯამურად, იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა, ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურიც, შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე" - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, პირველ რიგში სამიზნე რისკჯგუფების მოცვა მოხდება, შემდეგ კი ვაქცინაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

  • ჯანდაცვის სფეროს მუშაკები - 71 000, მოცვის მაჩვენებლი 65%-ია, პირველ ეტაპზე 46 000 სფეროს წარმომადგენელი უნდა აიცრას; 

გაბუნიას თქმით, მაღალი ალბათობით, ეს წლის პირველივე კვარტალში იქნება. 

  • ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი - ჯგუფის სიდიე 2 600-ია და მოცვა 60% იქნება. 
  • ასაკობრივი ჯგუფები - 75 წლის ზემოთ, 65-დან 74-წლამდე პირები და ძირითადი სერვისების მიმწოდებლები ( პოლიცია, ჯარი, სხვა) - ჯგუფის სიდიდეა 180 000 სამიზნე მოცვა - 108 ათასი დაახლოებით.

შემდეგი იქნება სხვა შედარებით ნაკლები რისკის ჯგუფები, როგორც ასაკობრივი, ისე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთა სპეციალური ჩამონათვალიც გეგმაშია გაწერილი. 

გაბუნიას თქმით, ჯამურად პირველი მაღალი რისკის ჯგუფები - 830 000 ადამინია ამის შემდეგ კი მოსახლეობის სხვა ჯგუფების ვაქცინაცია დაიწყება რაც დაახლოებით, 860 000, ანუ ჯამურად მილიონ 7000 ათასი ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი