"ქართული ოცნება" ხუთშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას, ხუთშაბათს რიგგარეშე სესიაზე აპირებს.
ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მანდატების შეჩერება არ შეჩერების საკითხი, პოლიტიკურ მოცემულობას არ ცვლის, რადგან ისინი ერთი თვის წინათ ითხოვდნენ, რომ "ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტს მათთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა.
ოპოზიცია მზადაა მივიდეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და კვლავ მოითხოვოს, რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, ოპოზიცია აანონსებს, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს.
"ორი თვეა, ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, როდის შეგვიწყვიტავენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და შესაბამისად, ამის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტში და პოლიტიკური ქმედებები გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი
"მთავარია, "ქართული ოცნება" რა წინადადებებით წარსდგება მეხუთე რაუნდზე, "ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა"– ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია
" ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოცემულობას არ ცვლის, უხერხულში რჩება "ოცნება" მარტო საკუთარ თავთან და მათ შეკრებილ რამდენიმე ოდიოზურ ადამიანთან ერთად, ჩვენ მანდატების გაუქმებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვითხოვდით" – ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე
"მოვუწოდებთ დროზე განიხილოს და დროზე დასვას წერტილი, ოცნებისგან პოზიტიური სიგნალი მოლაპარაკებებზე არ მოდის" – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი სერგო ჩიხლაძე
ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ 27–28 იანვარს ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მოლაპარაკებების საკითხი ჯერ მიმდინარეობს.
"მაქსიმალურად ვაძლევთ, ჩვენს ოპოზიციას საშუალებას, რომ დაიწყონ საპარლამენტო საქმიანობა, ელჩები "ოცნების" პოზიციასთან თანხვედრაში არიან, რაც ოპოზიციისგან საპარლამენტო უფლებამოსილების დაწყების მხრივ" – ამბობს "ოცნების" წარმომადგენელი პარლამენტში გურამ მაჭარაშვილი
ნინო წილოსანი ამბობს, რომ "ოცნებას" კიდევ აქვს იმედი პარლამენტში სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების შემომატების.
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ცნობით, სხვადასხვა პარტიებისთვის უფლებამოსილების შეჩერების ვადები სხვადასხვაა.