NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 36% საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას აფასებს, როგორც საშუალო.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
უფრო კონკრეტულად კი თბილისში გამოკითხულთა უმრავლესობა - 37% , ამბობს რომ პარლამენტის საქმიანობა არის ცუდი.
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.