წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა - ელისო კილაძე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით მისი მოლოდინი "ოცნების" გადაწყვეტილებებს არ დაემთხვა.

"როდესაც ხელმძღვანელობა განაწილდა ერთპარტიულ პარლამენტში, აღმოჩნდა, რომ წულუკიანი ჩამოალაბორანტეს და განათლება და კულტურა ჩააბარეს... ეს მის ამბიციებს ძალიან შეურაცხყოფს. მეტიც - მას გუნდიდან წასვლაც კი უნდა, საერთოდ უნდა, რომ პარლამენტიდანაც წავიდეს... არარსებული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მყიფე ერთობაა, რომელსაც გარეგნულად ინარჩუნებენ, ერთმანეთს უპირისპირებიან", - ამბობს კილაძე "დღის სტუმარში" საუბრისას.

ელისო კილაძის თქმითვე, თეა წულუკიანმა მინისტრის პოზიცია, 8 წლის მანძილზე, "ოცნებისადმი" მუქარებით შეინარჩუნა.

"თეა წულუკიანის გაშვება ივანიშვილს ორჯერ უნდოდა, წულუკიანმა მოახერხა და გახდა უცვლელი მინისტრი, სწორედ ამ მუქარებით, მოსაყოლი ბევრი აქვს, ის რაც თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება" – ამბობს ელისო კილაძე

მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას კი კილაძე ამბობს, რომ აქციები მნიშვნელოვანია, რადგან "ოცნების" ანატომია გვაჩვენებს, რომ ამ გზით ის უკან იხევს".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი