მსჯელობა 2 თებერვლიდან გვექნება - თალაკვაძე ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურას 2 თებერვლიდან დაიწყებს. განცხადება ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

რა თქმა უნდა, დღესაც, ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ოპოზიციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტის ან არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, დეპუტატების მისაღები. ამ საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე 2 თებერვლიდან გვექნება“ ამბობს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში დარეგისტრირებულია 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი