სატვირთოებზე თავდასხმის მორიგი შემთხვევა თბილისი-ფონიჭალის გზაზე

გამოქვეყნდა:

მორიგი თავდასხმა თბილისი-ფონიჭალის გზაზე, სომხურნომრიან სატვირთოებზე - თავდასხმის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

დაზიანებულია სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალი 30 -ზე მეტი ტრაილერი. 

ეს ბოლო ერთ თვეში თავდასხმის მეორე ფაქტია. ტრაილერის მფლობელებმა რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა არც ერთ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.   

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. სხვა დამატებითი განმარტებები გომელაურის უწყებაში არ გაკეთებულა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი