NDI-ს სატელეფონო გამოკითხვა კითხვის ნიშნებს აჩენს - ოპოზიციის შეფასებები და გეგმები

გამოქვეყნდა:

არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ NDI-ს ჩატარებულმა სატელეფონო გამოკითხვამ პოლიტიკურ ნაწილში არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. 

ამერიკის ეროვნული დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კითხვა ამ ფორმულირებით დასვა: - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 31 % ქართულ ოცნებას ასახელებს, 5 % აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიას  -  ნაციონალურ მოძრაობას, 9% ყველა დანარჩენ პარტიას, არ ვიცი  - ასე პასუხობს 5% და არცერთი პარტია ან უარს პასუხზე 49%. 

ოპოზიციისთვის ეს მონაცემები ალოგიკურია. მაგალითისთვის ისინი ნაციონალური მოძრაობის შედეგებს ასახელებენ. 

ცესკო-ს ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგაც, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - 27 .18% მიიღო. NDI-ს მონაცემების მიხედვით კი პარტიას 5% აქვს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს შედეგი გამოკითხვის მეთოდსა და მოსახლეობის შიშს უკავშირდება რომ მათ ყველგან უსმენენ. 

NDI-მ გაზომა დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოს მიმართაც. 

მოსაზრებას რომ პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობა აუცილებელია 76% ეთანხმება. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა  ინსტიტუტმა ეს შედეგები მაშინ გამოაქვეყნა, როდესაც ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილებას კენჭი უნდა უყაროს. მთელი კვირის განმავლობაში საკითხზე მსჯელობა - იმსჯელებენ, მანდატების შეწყვეტას კი ოპოზიციონერებისთვის პლენარულ სხდომაზე 2 თებერვალს გაიტანენ. 

ოცნების ერთპარტიული პარლამენტისგან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ამ დროისთვის 51 ოპოზიციონერი ითხოვს. მათ შორისაა მთავარი ოპოზიციური პარტიის -  ნაციონალური მოძრაობის 36 -ვე წევრი, ევროპული საქართველოს  - 5, ლელოს - 4 და  სტრატეგია აღმაშენებლის 4 წევრი.

მანდატის გაუქმებაზე განაცხადი შეტანილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს და გირჩის ლიდერს - ზურაბ გირჩის ჯაფარიძეს. ოპოზიცია ოცნებას აფრთხილებს დროს ტყუილად წელავს და გადაწყვეტილება მათ მოთხოვნაზე დროულად მიიღოს. 

მხარეებიდან რომ არცერთი არ თმობს, ამის გამო დღეს გაბრაზებას არ მალავდა გირჩი. პარტიის ის ნაწილი რომელსაც მანდატების გაუქმებაზე განაცხადი წარდგენილი არ აქვს, აკრიტიკებდა ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც. 

მანდატების შეწყვეტამდე კი არ არის გამორიცხული ელჩების შუამავლობით ერთმანეთს ოპოზიცია და ქართული ოცნება კიდევ ერთხელ შეხვდეს. მრავალჯერ გადადებული მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გაიმართება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი