რუსეთზე მიბმული ქართული ცა - ამორტიზებული მი -8 თანამედროვე შვეულმფრენის ნაცვლად

გამოქვეყნდა:

2021 წელს გომელაურის უწყება რუსეთს მილიონ 600 ათას ლარზე მეტს გადაუხდის. სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ მი -8 ტიპის ვერტმფრენს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეაბილიტაცია არაერთხელ ჩაუტარდა, ბოლოს 2014 წელს, თუმცა დღეს ისევ სარემონტოა. 

ახლა მხოლოდ რუსეთზეა ნებაზეა დამოკიდებული, როდის შეძლებს ფრენას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ერთადერთი შვეულმფრენი.

პოლიტიკოსები ამბობენ რომ, მილიონნახევრად საქართველო თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ვერტმფრენის შეძენას შეძლებდა. 

ის რომ მმართველმა გუნდმა მთავრობაში მოსვლის დღიდან  თანამედროვე შვეულმფრენის შეძენაზე უარი თქვა  და პრიორიტეტი  რუსულს მიანიჭა ეს ფაქტია.  

2018 წელს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას  მოუწოდა,  რომ 2019 წლის დეკემბრამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგისტრაციიდან მოეხსნა და ექსპლუატაციიდან ამოეღო ყველა რუსული წარმოების ვერტმფრენი. 

ქართული ოცნებას ამისთვის 2 წელი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას არათუ ასრულებს, არამედ ყველა გზებით ცდილობს 32 წლის წინ რუსეთში აწყობილი ამორტიზებული ვერტმფრენი ისევ საქართველოს დარჩეს, თუნდაც მისი რეაბილიტაცია ყოველ წელს მილიონები დაუჯდეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეჭვობს რომ საქმე ამ შემთხვევაშიც კორუფციულ გარიგეგებსთან  გვაქვს. დიმიტრი შაშკინის თქმით, თანხას  რომელსაც საქართველო   ოკუპანტს  ვერტმფრენის ნაწილების  საყიდლად გადაუხდის, ხელოვნურად გაზრდილია და თანხის გარკვეულ ნაწილი რუსეთში, დანარჩენი კი კონკრეტული მაღალჩინოსნების ჯიბეებში წავა.

სამოქალაქო ავიაციის რეესტრის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის სულ 11 მი-8 და მი-17 ტიპის ვერტმფრენია რეგისტრირებული.

აქედან 8 ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ავიასერვისს“ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა რომ ევროკომისიამ  რუსული ვერტმფრენების საჯარო რეესტრიდან ამოღების საკითხი არაერთხელ დააყენა, საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულების გადადება  რამდენჯერმე ითხოვა, თითქოს  მი-8 ტიპის საფრენი აპარატები საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე  მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. 

სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ  საქართველოს ხელისუფლება ამ გზას რუსეთთან ურთიერთობების გასამყარებლად იყენებს

სანამ სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტო რუსულ  მხარეს მილიონ შვიდასი ათას ლარს გადაურიცხავს, ვერტმფრენის ბედი ახლაც გადაწყვეტილია. საქართველოში ისევ რუსული, გაუმართავი ვერტმფრენი იფრენს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი