ხუთივე ბრალდებულს აქვს შაქარაშვილის მკვლელობასთან პირდაპირი შემხებლობა - პროკურორი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაურბა მომხდარის შესახებ და სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

პროკურორის თქმით ამირხანაშვილის ჩვენებით დადასტურდა ისიც, რომ ხუთივე ბრალდებულს აქვს შაქარაშვილის მკვლელობასთან პირდაპირი შემხებლობა აქვს. 

"გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და არის მათ მიერ ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი; პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების", - თქვა საქამის პროკურორმა 

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს დაუმძიმა ბრალი.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უტყუარად დადასტურდა მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა - პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი