კომენდანტის საათის დარღვევისთვის, შსს-მ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო 

გამოქვეყნდა:

იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გუშინ, აქტივისტ ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ, სამართალწარმოება დაიწყო. მათ 2 000 ლარიანი ჯარიმები ემუქრებათ.

საპატრულო პოლიციიდან დამირეკეს ადმინისტრაციული წესით თქვენ წინააღმდეგ დაიწყო წარმოება გუშინ კომენდანტის საათის დარღვევის-გამოო.

ოქმში აღნიშნულია ყველაფერიო. ოქმი სად და რომელ საათზე შედგა-მეთქი და უი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ შედგებაო.

ჩუმად, მალულად, 24 საათის გასვლის შემდეგ დაიწყეს წარმოება. თან გუშინ საპატრულოს ერთ-ერთმა უფროსმა ჯარიმებს არ დავწერთო. დაურეკეს ალბათ და უთხრეს, დაუმორჩილებლობა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო- წერს აქტივისტი ნიკუშა ფარულავა "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ზუსტად 21 საათზე, კომენდანტის საათის დროს, რუსთაველის გამზირიდან დაიწყო, გადაინაცვლა ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ შსს-სთან და პერფორმანსით, პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

აქციაზე ირაკლი ფანგანის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი