საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობასთან, ეროვნული ჰიმნით დასრულდა და აქციის მონაწილეებმა ფერადი კვამლიც გაუშვეს.
მსვლელობა სადაც მთავრობის დაწესებულ და გაგრძელებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, სიმბოლურად კომენდანტის საათის დაწყებისთანავე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო .
აქტივისტებმა "ოცნების" ოფისთანაც გადაინაცვლეს, შემდეგ კი ორთაჭალაში, შსს შენობასთან მივიდნენ.
შეზღუდვების მოხსნის გარდა, აქციის მონაწილეებმა სოლიდაობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ ირაკლი ფანგანს, რომელიც დეპუტატ იაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაწყრის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ოფისიდან დღეს აიყვანეს.
ორთაჭალიდან აქციის მონაწილეები ისევ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ, იქ, სადაც აქტივისტებს უკვე რამდენიმე კვირაა კარვები აქვთ გაშლილი.
მსვლელობა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაიგეგმა.
ამავე თემაზე: