ერთია როდის მოგვაწოდებენ ვაქცინას, მაგრამ მეორეა ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო აქტიურად არის ჩაბმული ვაქცინაციის პროცესში და " ძალისხმევას არ იშურებს არც ერთ დონეზე". მისივე თქმით, ვაქცინის მოწოდება დამოკიდებულია საერთაშორისო კონიუნქტურაზე, მწარმოებელზე და ქვეყნის მზადყოფნაზე.  

ცერცვაძე ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფოს ვაქცინაციის "ძალიან კარგი გეგმა" აქვს დამტკიცებული, და ის გათვლილია ქვეყნისა და ადამიანების ინტერესებზე. 

"რა თქმა უნდა, ერთია როდის მოგვაწოდებენ ვაქცინას, რამდენს მოგვაწოდებენ, რაც მთლად ჩვენს ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია საერთაშორისო კონიუნქტურაზე, მათ შორის მწარმოებლებზე, რა რაოდენობა არის დღეს მსოფლიოში ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორეა, ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა ამისთვის. აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვაქცინის მოწოდების შეთხვევაში, შიდა მიზეზებით, რაიმე ორგანიზაციული ან ლოჯისტიკური მიზეზებით შეფერხება არ მოხდეს ვაქცინაციის. ამ კუთხით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაც, სამთავრობოც და საპარლამენტოც მნიშვნელოვანია, დამტკიცებულია ძალიან კარგი გეგმა, მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანების ინტერესებზე", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს დაამტკიცა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი