ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ფორმაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას გირაოს შეუფარდებს თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ალტერნატივას'' წევრს ბრალი გუშინ წაუყენეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა თავად დაკავებულისა და ადვოკატისთვისაც.

"ხელისუფლებას მოუწია უკანდახევა, თავდაპირველად გასცეს განკარგულება დაკავებაზე და როცა დაინახეს რეაქცია, მერე დაიხიეს უკან", - ამბობს ლევან ანთაძე, ოპოზიციის წარმომადგენელი.

ირაკლი ფანგანი მის გამოშვებას საზოგადოების, ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტს უკავშირებს. სამოქალქო აქტივისტი კვირას დააკავეს ბათუმში.

მიზეზი შაბათს აქციაზე უმაღლეს საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრა გახდა. ფანგანმა დეპუტატის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც მან არ დათმო მანდატი და უმაღლეს საბჭოში შევიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი