ექსპერიმენტები გრძელდება - თორნიკე ბარათაშვილი გელათის გადახურვის ხელახალ სამუშაოებზე

გამოქვეყნდა:

ექსპერიმენტები გრძელდება! - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი, თორნიკე ბარათაშვილი გელათის გადახურვის ხელახალ სამუშაოებს. სპეციალისტი აცხადებს, რომ  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ჩამოშლის პროცესს, იგივე ხალხი, ახალი ენერგიით განაგრძობს.

სამუშაოებს კომპანია "ბაგინეთი +'' ატარებს, რომელიც "იკორთა 2007"-ისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია. სწორედ ამ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ ჩამოინგრა გელათში სახურავის ნაწილი. ბარათაშვილი ტაძრის დროებითი გადახურვის პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს,  წინააღმდეგ შემთვევაში, მისი შეფასებით გელათი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თავის სახეს ვერ შეინარჩუნებს.

"ამ ცვლილებით ცხადია არაფერი იცვლება, რამდენადაც ეს კომპანიაც, როგორც წინა კომპანიები წლების მანძილზე ჰარმონიულ დამოკიდებულებაში არიან სააგენტოსთან. აქ ვხედავთ სრულ უსუსურობას სახელმწიფოსას, სრულ უპასუხისმგებლობას და არაპროფესიონალიზმს, შესაბამისად ეს მარე გასასვლელია გელათიდან და თუ ვინმეს მისი გადარჩენა უნდა, აქ უნდა შემოვიყვანოთ საერთაშორისო ექსპერტები და დავისახოდ ერთხელ და სამუდამოდ სტრატეგია", - თქვა თორნიკე ბარათაშვილიმა, "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, დროებითი გადახურვის ჩამოგნრევის მიზეზი  ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომები იყო. 

მათივე განცხადებით,  გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. წინა ორი კომპანია კი, ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო დაჯარიმდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი