11 სამოქალაქო აქტივისტს 2.000 ლარიანი ჯარიმა ელოდება, ისინი შერჩევით სამართალს შსს-სთან გააპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

აქტივისტები, რომლებმაც კომენდანტის საათის დაწყების მიუხედავად, ირაკლი ფანაგანის დაკავება გააპროტესტეს, შესაძლოა 2 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. მათ, ვინც მსვლელობაში მონაწილეობდა, ტელეფონზე უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათ მიმართ სამართალწარმოება დაწყებულია. 

11 სამოქალაქო აქტივისტს შსს-დან უკვე დაუკავშირდნენ, უმცა, აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ბევრდ მეტნი იყვნენ. 

"ჩვენ თვითონ მივალთ შსს-სთან და განვაცხადებთ, რომ დავარღვიეთ კომენდანტის საათი და დაგვაჯარიმონ. კიდევ დავარღვევთ და მეორე ჯერზე ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ასე რომ ვნახოთ, როგორ დაგვაპატიმრებენ", - ამბობენ აქტივისტები.

რამდენიმე მათგანის წინააღმდე უკვე დაიწყო სამართალწარმოება. მიზეზი, სწორედ კომენდატის საათის წესების დარღვევაა.

"მიმდინარეობს ომი, რომელიც ივანიშვილმა გამოუცხადა ქართველ ხალხს და ახლა დაიწყეს რეკვა 50 ადამიანთან, რთაც უნდათ, შეგვაშინონ."- ამბობს იკა ნარსია, სამოქალაქო აქტივისტი. 

შეგახსენებთ, აქტივისტებმა კვირა საღამოს, მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყევს, ფანგანის გათავისუფლება მოითხოვეს და შერჩევითი სამართალი, ასევე პანდემიის გამო დაწესებული ლოქდაუნი გააპროტესტეს, რომელიც 1 თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება.

საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი