ამ წუთებში, ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო, ბრალდებული ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა ირაკლი ფანგანისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ირაკლი ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას ითხოვს. ადვოკატის თქმით არ მტკიცდება, რომ ფანგანმა დანაშაული ჩაიდინა, ამიტომ მინიმალური გირაოს ოდენობასაც არ დაეთანხმებიან.
თავად ირაკლი ფანგანი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ჩავლეიშვილმა მის თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა და მისი ქმედება, სწორედ ამას მოჰყვა.
"სასამართლოში შევალ და იმის მიხედვით, რა გადაწყვეტილებასაც მოსამართლე მიიღებს, იმის შემდეგ პასუხსაც თქვენც გაიგებთ და კომენტარსაც მაშინ გავაკეთებ, დამნაშავედ თავს არ ვგრძნობ, ეს გუშინაც გითხარით, დამნაშავე არ ვარ, ეს მე იმიტომ გავაკეთე, რომ მან ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, დღე და ღამე, სამი თვეა იქ ვდგავართ, აქციებს ვატარებთ, ყინვაში, თოვლში წვიმაში, ამ ადამიანმა გამოიარა შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და მეც ავიღე და დავაყარე ნაგავი თავზე" – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ფანგანი
რა თანხის ოდნეობის გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ფანგანისთვის, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ,ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვლს ნაგავი გადააყარა. პროტესტის მიზეზი კი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციური ერთობა დატოვა და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ფანგანი პროკურატურამ ბრალის წაყენების შემდეგ გაათავისუფლა – მხარში რომ არ დამდგომოდნენ, გარეთ არ ვიქნებოდი - ფანგანის პირველი კომენტარი
ავტორი: თეა ვაშალომიძე