მხარში რომ არ დამდგომოდნენ, გარეთ არ ვიქნებოდი - ფანგანის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

მხარში რომ არ დამდგომოდნენ, გარეთ არ ვიქნებოდი - ირაკლი ფანგანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ 

ირაკლი ფანგანი გათავისუფლების შემდეგ პირველი სადაც მივიდა ბათუმის "თავისუფლების კვარტალი" იყო. ფანგანი თვლის, რომ მისი გათავისუფლება სწორედ მისი თანამებრძოლების და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შედეგია:

"ჩემი ბრალდებები გაუქმდა ამათი წყალობით. ესენი მხარში რომ არ დამდგომოდნენ, გარეთ არ ვიქნებოდი" - ამბობს ფანგანი.

ფანგანის გათავისუფლებას ოპოზიციის ლიდერებმაც შეაფასეს 

ის, რომ მან მორალური ტკივილი ირაკლი ჩავლეიშვილს მიაყენა, იგივე ტკივილი მან ჩაველიშვისგანაც მიიღო იმიტომ, რომ საერთო შეთანხმებისგან ირაკლი ჩაველიშვილი გავიდა...ამ მორალური ტკივილების გამო ვერავინ ვერ შევა ციხეში. ერთი დღით ირაკლი ფანგანი იყო პოლიტიკური პატიმარი - ამბობს მურმან დუმბაძე 

სამოქალაქო აქტივისტი ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. პროკურატურამ მას ბრალი დღეს ოფიციალურად, დევნის მუხლით წარუდგინა.  ფანგანი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი