ფარულ ჩანაწერებში ჩანს, რომ მელაშვილი საქართველოს საზიანოდ არ მოქმედებდა – მარიკაშვილი

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ფარული ჩანაწერების სახით წარმოდგენილი მტკიცებულება შესაძლოა კარტოგრაფების დაცვის მხარისთვის მთავარ მტკიცებულებად იქცეს.

ივერი მელაშვილის ადვოკატები 28 საათიანი ფარული ჩანაწერის იმ ნაწილს ასაჯაროებენ, რომელიც მათ პროკურატურამ გადასცა, თუმცა ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგზე არ წარუდგენია.

მელაშვილის ადვოკატის თქმით, პროკურატურის გასაჯაროებული ჩანაწერი ამოჭრილია ისე, რომ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ იყოს მიმართული, სრულ ჩანაწერში კი დგინდება, რომ მელაშვილი საქართველოს ემსაურებოდა.

"საჯარო სივრცეში თუ კერძო სივრცეში ის ყველგან საუბრობს ერთი და იგივეს, რომ ის ემსახურებოდა საქართველოს ამ ჩანაწერებში არის საუბარი იმაზე, რომ ივერი მელაშვილი არ აპირებდა რაიმე ფორმით საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეეთანხმებინა. ამ ჩანაწერში არის ამოჭრილი ისეთი ფორმით, თითქოს მელაშვილი პასუხს ვერ ცემს. სრულ ჩანაწერში ბატონი მიქელაძისა და მელაშვილის საუბარი ძალიან ცხადად აჩვენებს, რასაც ისინი აკეთებდნენ" – ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი

ადვოკატ გიორგი მახარაშვილის თქმითაც, ჩანაწერები აჩვენებს, რომ ივერი მელაშვილი, პირად ჩანაწერებშიც იგივეს ამბბოს, რასაც ეუბნება გამოძიებას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი