ივერი მელაშვილის ადვოკატი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს - კარტოგრაფების საქმე 

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე 25 იანვრის ფარულ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც პროკურატურამ მოიპოვა და მისივე თქმით, მას გამოძიების დასრულებამდე წინა დღეს, 20 იანვარს გადასცა. 

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ჩანაწერში მელაშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, გივი კეკელიძეს, რომელიც წლების მანძილზე სადელიმიტაციო კომისიის წევრი იყო. 

"ჩანაწერით დგინდება: ა) ყველა შეთანხმებული მონაკვეთი შეესაბამება 1938 წლის საზღვრის ხაზს; ბ) საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მორიგე რუკებით, რომელიც 1942 წელს არის გამოცემული და მასზე დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი; გ) გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია (ჩვენმა მხარემ არ დაუშვა მისი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად აზერბაიჯანის სასარგებლო სიტუაცია იყო; სხვა საინტერესო დეტალებიცაა, ასე რომ...", - წერს გიორგი მშვენიერაძე 

შეგახსენებთ, რომ  21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოძიება დაასრულა და ის სასამართლოს გადასცა. საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც სახელმწიფოებს შორის დამტკიცებული არ იყო და წინააღმდეგობაში მოდიდოა ჩვენ ისტორიულ საზღვართან.

პროკურატურამ ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი