დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს წელიწად-ნახევარში ან ერთ წელში დავუბრუნდებით. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"აი იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც მე და თქვენ, ჩვენ ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ - კაცობრიობა, ჩემი პირადი გათველბით და პროგნოზით, დაუბრუნდება დაახლოებით, ერთ წელში, წელიწად-ნახევარში", - თქვა ამრიან გამყრელიძემ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.