ორი საათია, მთავრობის კანცელარიაში გრძელდება ბიზნეს-სექტორის შეხვედრა ეპიდემიოლოგებთან, სადაც განიხილავენ 1 თებერვლიდან ზამთრის კურორტების გახსნის შესაძლებლობას.
"რეგულაციების ფარგლებში შევძლოთ ბიზნესის მართვა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ნებისმიერი სფერო, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, რეგულაციების მკაცრი დაცვით, ამუშავდეს 1 თებერვლიდან, ამის გარდა, გვინდა, რომ ზამთღის კურორტები ამუშავდნენ 1 თებერვლიდან", - ამბობენ ბიზნეს-სექტორის სფეროს მუშაკები.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-სექტორს ხუთპუნქტიანი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხილვის შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე შეთანხმების მიღწევა.
ნინო ღვედაშვილი