თავდასხმა სატვირთოებზე - დაძაბული ვითარება ქვემო ქართლში

გამოქვეყნდა:

საქართველოში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში კონფლიქტი გახშირდა - სომხეთიდან მომავალ ავტომობილებს თავს ღამის 3 საათზე დაესხნენ. კომენდატის საათის გამო ინციდენტს თვითმხილველები არ ჰყოლოია, მაგრამ გზატკეცილის მიმდებარე  სახლებიდან ხალხი უყურებდა, როგორ ჩამოდგა სატვირთო ავტომობილების კოლონა სომხური ნომრებით მათ სახლებთან. ადგილობრივებმა დაინახეს, რომ გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც მივიდნენ. 

რა მოხდა რეალურად? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც საგამოძიებო უწყებებს აქვთ. მაგრამ ჯერ კიდევ გუშინ, გვინა ღამით, სომხეთის საელჩომ საქართველოში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"დღეს, გვიან ღამით, საქართველოში,  ვემო ფონიჭალის დასახლებასთან, უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს  სომხური მხარის სატვირთო მანქანებს, ჩაამტვრიეს  ზოგიერთი სატვირთო მანქანის საქარე  და გვერდითი მინები და   შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ"

"მთავარი არხი" ორი კვირის წინაც გიყვებოდათ, რომ სადახლოდან სატვირთოები საპატრულო პოლიციის თანხლებით გადაადგილოდებოდნენ. მაშინ ინციდენტი მარნეულის ცენტრში მოხდა, ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ დაუდგენელემა პირებმა სატვირთოს სომხური ნომრებით ცეცხლი გაუხსნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

10 იანვრს მომხდარი შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დამალა, მაგრამ გუშინ, გვიან ღამით ფონიჭალის ინციდენტი დაადასტურა და გვითხრა, რომ ფაქტზე მოკლევა დაიწყო. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დანაშაული სახელმწიფოს მხირდან არის წახალისებული, რადგან თავის დროზე საგამოძიებო უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდათ.

ხელისუფლება  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში დაპირისპირებებეზე პასუხისმგებლობის აღებას რომ მუდმივად გაურბის და  ხშირად პრობლემის დამალვას ცდილობს, იციან აქტივისტებმა. ოქტაი ქაზუმოვი ფიქრობს, რომ სომხურ სატვირთოებზე თავდასხმა მარნეულში და ახალქალაქში თურქულ სატვირთოებზე თავდასხმა, ყარაბარის ომის გამოძახილია, რაც პირველ რიგში წყალს ოკუპანტის წისქვილზე ასხამს.

ფონიჭალაში, სომხურ სატვირთოებზე თავდასხმის ფაქტებს შინაგან საქმეტა სამინიტრო სწავლობს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მაგრამ ვინ და როდის დაისჯება დანაშაულისთვის, არავინ იცის. კიდევ უფრო ბუნდოვანია როდის დაწიყებენ საუბარს სახელმწიფო უწყებების წარმოამდგენლები   საქართველოს მოქალაქე სომხებსა და აზერბაიჯანელებთან, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს  კონფლიქტის კერა, რომელიც უკვე თვეებია ყოველ დღე უფრო და უფრო მწვავდება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი