თბილისის მერია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის ყიდვას აპირებს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერია დამატებით 180  რვამეტრიან ავტობუსს შეისყიდის. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი ადგილიდან ექნებათ კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა.

"ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაუბრკოლებლად და კომფორტულად შეძლოს გადაადგილება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას", - თქვა კახი კალაძემ. 

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ფასთაკვლევა და შემდეგ ტენდერი შესყიდვასთან დაკავშირებით. 

კალაძის განცხადებით, "ყვითელი ავტობუსების" ჩანაცვლების პროგრამა ფაქტიურად დასრულებულია და როცა 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების ქვეყანაში შემოვა, თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "წერტილოვანი შეზღუდვების" ფარგლებში რამდენიმე თევა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი