დედაქალაქის ცენტრში, მზიურის სკვერთან 2100 კვადრატულ მეტრს კალაძის უწყება სარეკრერაციო ზონის სტატუსს უცვლის და მას ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე - ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე გადასაცემად ამზადებს.
ირკვევა, რომ აუქციონის ჩატარებამდე მერიამ პოტენციურ მყიდველთან უკვე მიაღწია შეთანხმებას ტერირტორიისთვის სტატუსის შეცვლის თაობაზე. შედეგად კი დედაქალაქის მცხოვრებლები მზიურის მიმდებარედ 2100 კვარდატულ მეტრ სარეკრეაციო ზონას დაკარგავენ.
ოპოზიციონერი, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხსაც პარლამენტი დღეს განიხილავს, ამბობს, რომ ეს ნაკვეთი უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეზე არ გაფორმდება, მაგრამ არსებობს ვინმე თეიმურაზი, რომელთანაც "წინასწარ, აუქციონის გამოცხადებამდე არის მიღწეული შეთანხმება მიწის ნაკვეთის შესყიდვაზეც და სამშენებლო ნებართვის გაცემაზეც. ეს ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება ოთარ ფარცხალაძის ნაკვეთს, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ ვინმე თეიმურაზის უკან სწორედ ყოფილი პროკურორი დგას".