ძალიან ნერვიულობენ დღეს იმაზე, შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება - მდინარაძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წევრები სინამდვილეში ნერვიულობენ შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება ეთერებში კი საპირისპიროს საუბრობენ. 

"ისინი ძალიან ნერვიულობენ დღეს იმაზე შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება, ამ დროს გამოდიან პირდაპირ ეთერში, გულზე მჯიღს იცემენ, როგორც იტყვიან ჩვენთან და ამბობენდროზე შეგვიწყვიტონ, ამდენი ხანია რას ქვია არ გვიწყვეტენ. მე ვერ მივცემ მათ გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება. [...] გუნდის უმრავლესობაში ასეთი პოზიცია და გადაწყევტილება იყო, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვაბებული მოსაზრებებიც, მაგრამ გუნდის უმრავლესობის სხვაგვარი ხედვა ჯერ არ გამოკვეთილა, ვერ დავამშვიდებ ჩვენ ძვირფას ოპონენტებს", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, შესაძლოა მოლაპარაკებების პროცესს ხელი შეუშალოს ამ საკითხმა, თუმცა 2 თებერვლის იქით მათ ვადა არ აქვთ და მოლაპარაკებები თებევრლის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს კენჭს 2 თებერვალს უყრის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი